ივლისში ვილნიუსის ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც უკრაინას ნატოში ფორმალურად არ მიიწვევენ. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ავრცელებს.
„ვილნიუსის სამიტზე ჩვენ არ განვიხილავთ ოფიციალური მოწვევის გაცემას,“- ამბობს სტოლტენბერგი და აქვე განმარტავს, რომ ამის მიუხედავად, სამიტის მთავარი თემა უკრაინისა და ნატოს დაახლოების გზების დასახვა იქნება.
იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს უკრაინაში რუსეთის ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ კონფლიქტის გაყინვის სურვილი დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ. ნატოს გენერალური მდივნის თქმით „ყველას უნდა ომი დასრულდეს, მაგრამ სამართლიანი მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას“.
სამიტი ვილნიუსში 11 ივლისს დაიწყება, მოსალოდნელია, რომ ალიანსი ამ პერიოდში გაფართოვდება და შვედეთი ნატოს წევრი ოფიციალურად გახდება.
Facebook Forum