ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვილნიუსის სამიტამდე ნატო უკრაინის გრძელვადიანი გეგმის შემუშავებაზე მუშაობს


ნატოს წევრები უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმის დასრულებაზე მუშაობენ. ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, პროცესის მიზანი ალიანსში გაწევრიანებამდე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე ოთხი კვირა რჩება. სამიტზე დახმარების გეგმის დამტკიცება უნდა მოხდეს, მანამდე კი უკვე ჩამოყალიბდა თანხმობა იმაზე, რომ უკრაინა ვერ შეუერთდება ალიანსს, სანამ რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ ისევ მიმდინარეობს. ეს პოზიცია ივნისის დასაწყისში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაიზიარა, რომელიც მანამდე თვეების განმავლობაში ალიანსს მისი ქვეყნის ნატოში სწრაფი წესით მიღებას დაჟინებით სთხოვდა.

ოფიციალური პირების თქმით, ალიანსის წევრები ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან, რომელიც უკრაინასთან ალიანსის კავშირებს გააძლიერებს, მათ შორის იქნება კიევთან პოლიტიკური და უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაუმჯობესება, ასევე მრავალწლიანი პროგრამის შექმნა იმისთვის, რომ ოპერატიულ და ტექნიკურ დონეზე უკრაინის ჯარი ნატოს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს.

XS
SM
MD
LG