ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი პეკინს ესტუმრება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს ჩინეთში გაემგზავრება. ვიზიტი თებერვალში გადაიდო, მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ ჩინური სადაზვერვო ბუშტი აშშ-ის საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა. თუმცა, ვიზიტის წინ დაბალია მოლოდინები, რომ ბლინკენის მოგზაურობა ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობას შეცვლის.

ბლინკენი პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც პეკინს ეწვია 2018 წლის შემდეგ.

„პეკინში ყოფნისას სახელმწიფო მდივანი ბლინკენი შეხვდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებს, სადაც განიხილავს, აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობების პასუხისმგებლობით სამართავად კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას. ის ასევე დააყენებს ორმხრივ პრობლემურ საკითხებს, გლობალურ და რეგიონულ საკითხებს და პოტენციურ თანამშრომლობას საერთო ტრანსნაციონალურ გამოწვევებზე“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს.

„ტვიტერზე“ ბლინკენმა თქვა, რომ მან და ინმა „განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა კომუნიკაციის ღია არხების შესანარჩუნებლად, ისევე როგორც ორმხრივი და გლობალური საკითხები“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პეკინის მთავრობა იმედოვნებს, რომ აშშ „მიიღებს კონკრეტულ ზომებს“, რათა „ჩინეთთან ეფექტურად მართოს განსხვავებები, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას, [და] დაასტაბილუროს ურთიერთობები შემდგომი გაუარესებისგან”.

აშშ-ის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ 18-19 ივნისს პეკინში გამართულ შეხვედრებზე დღის წესრიგში მთავარი თემები რეგიონული უსაფრთხოება, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, კლიმატის ცვლილება, გლობალური მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ჩინეთში უკანონოდ დაპატიმრებული ამერიკელები და ასევე ამერიკელ და ჩინელ ხალხებს შორის ურთიერთობა იქნება.

XS
SM
MD
LG