რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში ე.წ. „რეგიონული არჩევნები“ 10 სექტემბერს დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“ ავრცელებს.
კიდევ ერთი რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას კომენტარს ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, სექტემბერში ე.წ. არჩევნების გამართვას შესაძლებლად გამიხილავს.
რუსეთი სრულად არ აკონტროლებს უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონებს, თითოეულ მათგანში ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. რუსეთმა უკრაინის ეს რეგიონები საკუთარ ტერიტორიბად გამოაცხადა გასული წლის სექტემბრის შემდეგ, როცა იქ ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა. კიევი და დასავლეთი აცხადებს, რომ ეს ე.წ. რეფერენდუმები უკანონოა.