ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოდის ვიზიტს, შესაძლოა, აშშ-ინდოეთის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება მოჰყვეს


ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია დელის სთხოვს არ გააჭიანუროს მოლაპარაკების პროცესი, რომლის თანახმადაც ინდოეთმა ამერიკული წარმოების ათეულობით სამხედრო დრონი უნდა იყიდოს.

ინდოეთი დიდი ხანია გამოხატავს ინტერესს შეერთებული შტატებისგან დიდი ზომის საბრძოლო დრონები შეიძინოს. თუმცა, ბიუროკრატიული დაბრკოლებები უკვე გარკვეული პერიოდია ხელს უშლის „სი გარდიანის“ დრონებზე გარიგების დასრულებას, რომელიც წლების განმავლობაში 2-დან 3 მილიარდ დოლარამდე შესყიდვებს გულისხმობს.

ამერიკელი მომლაპარაკებლები იმედოვნებენ, რომ 22 ივნისს ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდის ვიზიტი თეთრ სახლში ამ შეყოვნებას გადაჭრის.

მოდი და ბაიდენი, სავარაუდოდ, ასევე განიხილავენ საბრძოლო მასალის და სახმელეთო საბრძოლო მანქანების ერთობლივ წარმოებასაც. მათ შორის იქნება საუბარი ჯავშანმანქანების წარმოებაზეც.

XS
SM
MD
LG