ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი გენერლის განცხადება სირიაში დასავლეთის 71 რაკეტის ჩამოგდებაზე არ დასტურდება


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის სიტემებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირში იყო წარმოებული „71 რაკეტის გაუვნებელყოფა შეძლო“.

გენერლის სრულ განცხადებაში რამდენიმე უზუსტობაა.

ბრაიან უილიამსი წიგნის „ჯიჰადთან გამკლავება, ამერიკის სამხედრო გამოცდილება ავღანეთში, ერაყსა და სირიაში“ ავტორია. პოლიგრაფ.ინფოსთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ 71 ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული რაკეტის ჩამოგდება „ფანტაზიის სფეროს“ მიეკუთვნება.

„ასეთი შედეგი ამერიკულ ანტი-საჰაერო სისტემა "პატრიოტს" ან ისრაელის „რკინის გუმბათსაც“ კი ვერ ექნებოდა“, ამბობს უილიამსი.

ექსპერტის თქმით, რუსეთის განცხადება სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს, სირიაში, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი იქნებოდა.

„ტომაჰაკი მასიური ფრთოსანი რაკეტაა. 71 ასეთი რაკეტის ჩამოგდებას ნამსხვრევების ვარდნა დასახლებულ უბნებში მოყვებოდა, რაც არ მომხდარა“, ამბობს უილიამსი.

საჰაერო ოპერაციიდან მალევე, ინტერნეტში ვრცელდებოდა ვიდეო და ფოტო მასალა, რომელთა ავტორებიც რუსეთის განცხადებას ადასტურებდნენ. თუმცა „ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევების ლაბორატორიაში“ ამბობენ, რომ ეს მასალა სხვა კონფლიქტების დროს იყო მოპოვებული.

„ატლანტიკურ საბჭოში“ ასევე ამბობენ, რომ რუსეთის განაცხადების დამადასტურებელ ფაქტებს ვერ მიაგნეს.

ბრაიან უილიამსის აზრით, ჰომსსა და დამასკოში ქიმიური იარაღის მწარმოებელი ადგილების განადგურება ამერიკის, ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედრო შესაძლებლობებზე მეტყველებს.

უილიამსი ასევე ამბობს, რომ საჰაერო იერიშის სამიზნე მკვეთრად იყო განსაზღვრული. მისი თქმით, კითხვად მხოლოდ ის რჩება, შეძლო თუ არა სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თუნდაც რამდენიმე რაკეტაზე თავდასხმა?

სხვა უზუსტობები გენერალ რუდკოის განცხადებიდან:

  • თავდასხმის შედეგად დაზარალდა სამშვიდობო მოსახლეობა
  • საფრანგეთის მონაწილეობა არ დასტურდება
  • თავდასხმის მიზედად დასახელებული იყო გამოგონილი ქიმიური იარაღი
  • ოპერაციის მიზანი იყო შეეჩერებინა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ დაწყებული გამოძიება იმის შესახებ, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოყენებული არ ყოფილა

პენტაგონის ინფორმაციით, კოორდინირებული საჰაერო თავდასხმის სამიზნე 3 შენობა იყო, რომლებიც ასადის მიერ ქიმიური იარაღის წარმოებას და გაშვებას უკავშირდებოდა. რუდსკოის განცხადების საპირისპიროდ, ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდას ასაცილებლად.

დამასკოში მდებარე ქიმიური იარაღის ლაბორატორია, განადგურებული იქნა 2018 წლის 14 აპრილის ოპერაციის შედეგად
დამასკოში მდებარე ქიმიური იარაღის ლაბორატორია, განადგურებული იქნა 2018 წლის 14 აპრილის ოპერაციის შედეგად

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბრიტანეთის ელჩი კარენ პირსი ამბობს, რომ ოპერაცია „შეზღუდული“ სწორედ ამ მიზნით იყო.

რაც შეეხება რუსი გენერალის განცხადებას, რომ ოპერაციაში საფრანგეთი არ მონაწილეობდა, თავად კრემლის არხმა RT-იმ (ყოფილი Russia Today) გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ ემზადებიან ფრანგები საჰაერო თავდასხმისთვის.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა ვიდეო მასალა ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრიდან, რომელსაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეთაურობდა. ამავე შეხვედრაზე მაკრონმა ამ ოპერაციაში ჩართვის ბრძანება გასცა.

„ოპერაციამ სირიის რეჟიმის ქიმიური იარაღის წინააღმდეგ მიზანს მიაღწია“, განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა ოპერაციის დასრულების შემდეგ და კოორდინაციისთვის ბრინატელი და ამერიკელი სამხედრო ძალები შეაქო.

საჰაერო თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე მაკრონი აცხადებდა, რომ საფრანგეთმა მოიპოვა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების დამადასტურებელი სამხილები.

რუსმა გენერალმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა თავდასხმის მიზეზად „გამოგონილი ქიმიური იარაღი“ დაასახელეს. სირიის რეჟიმის მიერ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაადასტურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.

დუმაში მომხდარი ქიმიური იარაღით თავდასხმის მსხვერპლი გოგონა და მისი ოჯახი
დუმაში მომხდარი ქიმიური იარაღით თავდასხმის მსხვერპლი გოგონა და მისი ოჯახი

„დაახლოებით 500 ადამიანს აღენიშნება ქიმიური გაზით მოწამვლის სიმპტომი და მათ მკურნალობა უტარდებათ“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პოლიგრაფ.ინფომ უკვე არაერთხელ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი უსაფუძვლოდ უარყოფს სირიაში ქიმიური იარაღის არსებობას.

გენერლის განცხადების ბოლო პუნქტი ის იყო, რომ სირიაზე მიტენილი იერიშის მიზანი დუმაში სამხილების განადგურება იყო იმისთვის, რომ გამოძიებას ვერ დაემტკიცებინა ის, რომ დუმაში ქიმიური გაზის გამოყენება არ მომხდარა.

ამერიკის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სირიაზე მიტანილი იერიშის სამიზნეები

პარტნიორების მიერ მიტანილი საჰაერო იერიშის სამიზნე ფრთხილად შერჩეული ის სამი ადგილი იყო, სადაც ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღი მზადდებოდა და ინახებოდა.

პარტნიორებს დუმა არ დაუბომბავთ. შესაბამისად, რუსი გენერლის განცხადება, რომ დასავლეთი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გამოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობს სრულიად უსაფუძვლოა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG