დღეს რუსეთმა გამოაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის ფაქტების დამდგენი მისიის მუშაობას, რომელიც გასულ კვირაში, სირიისა დედაქალაქთან ახლოს, სავარაუდო, ქიმიურ თავდასხმას იძიებს.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ, სირიაში ჯგუფი გაგზავნა, რომელმაც უნდა გამოიძიოს თუ რა მოხდა დუმაში. ორგანიზაციამ, ვითარების განსახილველად, დღეს ჰააგაში საგანგებო კრება გამართა.
ბრიტანეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები ერთხმად აცხადებენ, რომ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებელი, ბაშარ ალ-ასადის ძალებია, რასაც სირია და რუსეთი უარყოფენ.
შაბათს, სამმა მოკავშირემ კოორდინირებული საჰაერო დარტყმა განახორციელა, რომელიც სირიის ქიმიურ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
Facebook Forum