ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში ომის კრიტიკისთვის უფლებადამცველი დააჯარიმა


1 500 ამერიკული დოლარით დააჯარიმეს რუსეთში ოლეგ ორლოვი, უფლებადამცველი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკოსია.

ორლოვი მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი უფლებათა ჯგუფის "მემორიალის" თანათავმჯდომარეა. კრემლი მას რუსი სამხედროების „საჯარო დისკრედიტაციაში“ ადანაშაულებს. ყველაფერი კი ორლოვის „ფეისბუქ“ სტატუსის შემდეგ დაიწყო, სადაც უფლებადამცველმა რუსი სამხედროების ქმედებები გააკრიტიკა.

ოლეგ ორლოვი ახალი კანონის მიხედვით გაასამართლეს, რომელიც მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. კანონი რუსი სამხედროების ქმედებებისა თუ ოპერაციების შესახებ მთავრობისგან საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს ჟურნალისტებისთვის, უფლებადამცველებისთვის და ყველა რუსეთის მოქალაქისთვის.

მოსკოვის სასამართლომ საქმის განხილვა მარტში დაიწყო და ორლოვს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. თუმცა, ოთხშაბათს დასკვნითი სიტყვით, პროკურატურამ სასამართლოს სთხოვა ჯარიმის დაკისრება 250 000 რუბლის (დაახლოებით 2500 დოლარის ოდენობით).

"მადლობა ღმერთს!" რუსული საინფორმაციო გამოშვება Mediazona-ს ცნობით, ორლოვის ცოლს სუნთქვა შეეკრა, როცა ეს სასამართლოზე გაიგო.

რამდენიმე საათის შემდეგ მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და ორლოვს კიდევ უფრო დაბალი ჯარიმის გადახდა დააკისრა - დაახლოებით $1500.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG