ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მოკავშირე ბელარუსი "მობილიზაციის წვრთნებს" იწყებს


უკრაინასთან ომში, რუსეთის მთავარი მოკავშირე ბელარუსის შეიარაღებული ძალები ე.წ. „მობილიზაციის“ 10-დღიან წვრთნებს იწყებს, ინფორმაციას ამის შესახებ მინსკი ავრცელებს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების მომზადების და რეზერვისტების მობილიზების ხარისხის შეფასებას. ამისთვის, ბელარუსის ყველა მოქალაქე მამაკაცმა უნდა მოიხადოს ეს სამხედრო სამსახური და დარჩეს რეზერვში მისი დასრულების შემდეგ.

ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, მოსკოვისთვის უმთავრესი საყრდენია - მინსკმა მოსკოვს მისცა უფლება კიევზე თავდასხმისთვის მისი ტერიტორია გამოეყენებინა. გარდა ამისა, რუსი სამხედროები ბელარუს კოლეგებთან ერთად სისტემატურად მართავენ სამხედრო წვრთნებს ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს.

მინსკისა და მოსკოვის შეთანხმების საფუძველზე, ბელარუსში რუსული ბირთვული ტაქტიკური იარაღი თავსდება. ინფორმაცია პირველი გადაზიდვის შესახებ ვლადიმირ პუტინმა თავად გაავრცელა.

მიუხედავად იმისა, რომ მინსკი მოსკოვის მთავარი მოკავშირეა, ამ დრომდე უკრაინასთან ომში ბელარუსი სამხედროები უშუალოდ ჩართულები არ არიან. პრეზიდენტი ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსის ჯარი ომში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ქვეყნის წინააღმდეგ „სრულმასშტაბიანი აგრესია“ განხორციელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG