რუსეთის სასამართლომ სამშაბათს უკრაინული სამხედრო დაჯგუფების მეთაურის ყოფილ მოადგილეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსკოვი დაკავებულის საუშაო ადგილს უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ბრალდებული „ტერორისტული“ წვრთნებში იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსული მედია ავრცელებს.
დენის მარიუგა მოხალისეთა ბატალიონ "აიდარის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. დაჯგუფება რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა და უკრაინის აღმოსავლეთში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისებს ებრძოდა.
მსგავსი სამხედრო მოხალისე დანაყოფები, რომელთაგან ზოგიერთს ნაციონალისტური შეხედულებები ჰქონდათ, მოგვიანებით უკრაინის ჯარის ნაწილი გახდნენ.
მარიუგა 2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში დააკავეს. რუსულმა გამოცემა "ზვეზდამ" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უსმენს საკუთარ განაჩენს უკრაინელი მებრძოლი.