ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომში გაიხსნება ანტიკური მოედანი, სადაც იულიუს კეისარი მოკლეს


სამშაბათს, როდესაც რომის ხელისუფლება ანტიკურ ადგილზე ახალ ბილიკს გახსნის. ისტორიის მოყვარულებს ექნებათ შესაძლებლობა ახლოს მივიდნენ იმ წერტილთან, სადაც გადმოცემის თანახმად, კეისარი ძველი წელთაღრიცხვის 44 წლის, 15 მარტს შეთქმულებმა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე პომპეუსის ქანდაკების სიახლოვეს მოკლეს.

უილიამ შექსპირის მიერ შელამაზებული ამბავი ჰყვება, აღშფოთებულმა სენატორებმა რომის დიქტატორი მახვილებით სასიკვდილოდ როგორ დაჭრეს.

გადმოცემის თანახმად, ის დედაქალაქის ცენტრალურ ლარგო არგენტინას მოედანზე გარდაიცვალა, სადაც ოთხი ტაძრის ნანგრევებია. ისინი ახლა მიწისქვეშაა და ამ დრომდე მათი ნახვა მხოლოდ ბარიერებს მიღმა, ქუჩების გადაკვეთის წერტილიდან იყო შესაძლებელი. თუმცა დღეიდან ვიზიტორებს უკვე ამ ისტორიული ობიექტის ქვედა სართულზე გასეირნება და არქიტექტურული ობიექტების ნარჩენების ახლოდან დათვალიერება შეეძლებათ.

ეს პროექტი იტალიურმა მოდის სახლმა ბულგარიმ დააფინანსა არქეოლოგიურ ადგილზე, რომელიც პირველად 1920-იან წლებში, მშენებლობის დროს აღმოაჩინეს და გათხარეს.

ადგილი, სადაც გადმოცემის თანახმად კეისარმა წამოიძახა „შენც ბრუტუს?“, როდესაც თავისი მეგობარი შეთქმულებს შორის დაინახა, დღეს კატების თავშესაფარია.

XS
SM
MD
LG