ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ისტორიული მემკვიდრეობის დაბრუნებას ცდილობს


თურქეთის კულტურის სამინისტრო ქვეყნის მდიდარი არქეოლოგიური წარსულით დაინტერესებულ უცხოელ მეცნიერებსაც ზეწოლის ქვეშ აქცევს

მსოფლიოში არსებული ცნობილი მუზეუმების წინააღმდეგ თურქეთი აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს, რომლითაც მათ თურქული ექსპონატების სამშობლოში დაბრუნებისკენ უბიძგებს. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, ანკარამ 40 ათასზე მეტი თურული ექსპონატი დააბრუნა თურქულ მუზეუმებში თუმცა ათასობით ნივთი ჯერ ისევ სხვა ქვეყნების მუზეუმებშია გამოფენილი. როგორ ცდილობს თურქეთი ისტორიული მემკვიდრეობის დაბრუნებას?

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი იზმირში ახალი არქეოლოგიური მუზეუმი გახსნა. ერთუგრულ გუნაი თურქეთის ეგრეთ წოდებული არქეოლოგიური რევოლუციის ფუძემდებელია. ახალი პოლიტიკა ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის თურქეთში დაბრუნებას ისახავს მიზნად.

არქეოლოგიური მუზეუმები მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება, ხოლო უკვე არსებულ მუზეუმებში კი მასშტაბური სამუშაოები ტარდება ექსპონატების აღსადგენად და შესანახად. გუნაი ამბობს, რომ არქეოლოგიურ რევოლუციას გავლენა მთესლ მსოფლიოზე ექნება:

„როდესაც მსოფლიოს ნებიმიერ დიდ მუზეუმში მიდიხართ, იქნება ეს ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში თუ სქვა ქვეყნებში, ყველაზე ფასეული ექსპონატები თურქეთიდან, იტალიიდან, ეგვიპტიდან და საბერძნეთიდანაა წარმოდგენილი. ნაწილი მათგანი მოპარულია და ჩვენ სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ დიდმა მუზეუმებმა, რომლებსაც თურქული ექსპონატები არაკანონიერი გზით აქვთ მოპოვებული უკან დაგვიბრუნონ.“

მსოფლიო მასშტაბით მუზეუმების წინააღმდეგ სასამართლოებში საცივრების შეტანასთან ერთად, გუნაიმ ახალი მიდგომაც შეიმუშავა.

წლის დასაწყისში მან ერთ-ერთ უმსხვილეს ბრიტანულ მუზეუმს თურქეთში გამოფენის ცატანაზე უარი უთხრა იმ დრომდე, ვიდრე მუზეუმი უკანონოდ შეძენილ ყველა თურულ ნივთს უკან არ დააბრუნებდა. ანკარამ მსგავსი სანქციები შეიძლბე სხვა მუზეუმებსაც დაუწესოს.

ნეზიბესგელენი თურქული არქიტექტორული ჟურნალის რედაქტორია. მისი თქმით, ამ პოლიტიკას შეიძლება ფართომასშტაბიანი შედეგები მოჰყვეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით:

„ჩვენ გვაქვს სიები, უამრავი სია, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატების, საფრანგეთის და ავსტრიის მუზეუმების ექსპონატებით, სადაც ათასობით ნივთი არაკანონიერადაა გამოფენილი. ესენია კერამიკული ნაკეთობები, მონეტები, მარმარილოს ნივთები, სარკოფაგები და დიდი ზომის ქანდაკებებიც კი.“

თურქეთის კულტურის სამინისტრო ქვეყნის მდიდარი არქეოლოგიური წარსულით დაინტერესებულ უცხოელ მეცნიერებსაც ზეწოლის ქვეშ აქცევს. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ ანკარა გერმანელ არქეოლოგებს დაემუქრა, რომ გათხრების წარმოების ნებართვას შეუჩერებდა იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ეროვნული მუზეუმი რამდენიმე სადაო ექსპონატს თურქეთს არ დაუბრუნებდა. საბოლოო ჯამში გერმანულმა მუზეუმმა ანკარას ექსპონატები გადასცა და არქეოლოგიური გათხრები უპრობლემოდ გაგრძელდა.

კულტურის სამინისტროს ამ ახალ პოლიტიკას ბევრი აკრიტიკებს იმ მიზეზის გამო, რომ ვიდრე სამინისტრო საერთაშორისო მასშტაბებით დაიწყებს თურქული ნაკეთობების მოგროვებას, ჯერ ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა დაალაგოს საქმე.

ოზგენ აკარი ჟუნალისტია, რომელმაც მთელი კარიერა თურქეთიდან მოპარული სამუზემო ექსპონატების დაბრუნებას მიუძღვნა. ის მთავრობას არაერთგავროვანი მიდგომის ქონაში ადანაშაულებს:

„თურქეთში მუზეუმების ძარცვის ანარქიაა, რომელიც დროდადრო უარესდება. მაგრამ ამავე დროს, მთავრობა ცდილობს მოპარული ექსპონატები სხვა ქვეყნებიდან უკან დაიბრუნოს. ძალიან დიდი შეცდომაა ის, რომ მოპარვის ფაქტების აღკვეთა თურქეთის ტერიტორიაზე არ წარმოებს.“

კულტურის მინისტრი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში არქეოლოგიური ღირებულებების დასაცავად რესურსები 12-ჯერ გაიზარდა.

გარდა ეროვნული ღირებულებისა, მნიშვნელოვანი ექსპონატების თურქეთში დაბრუნებას ეკონომიკური ფაქტორიც ახლავს.

თურქეთის არქეოლოგიურ წარსულს მთავრობის მიერ ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერების ძალისხმევაში ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უჭირავს. მსოფლიო ტელე-ეკრანებზე ხშირად შეიძლება ისეთი რეკლამების ნახვა, რომლებიც თურქეთის არქეოლოგიურ მიმზიდველობაზე ამახვილებს ყურადღებას.

კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანი ანკარაში მსოფლიოში უდიდესი არქეოლოგიური მუზეუმის აშენებაა.

არქეოლოგიური ჟურნალის რედაქტორი ბაზგელენი ამბობს, რომ თურქეთის აგრესიულმა პოლიტიკამ თურქეთს სარგებელზე მეტად შეიძლება ზარალი მოუტანოს. მისი აზრით, თურქთის მთავრობა დათმობაზე უნდა წავიდეს და მუზეუმებს თურქული ექსპონატების 40 წლით დაქირავების საშუალება მისცეს.

თურქეთის კულტურის მინისტრი კი, კომპრომისზე წასვლაზე უარს აცხადებს და საბერძნეთთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნებას ცდილობს. მოლაპარაკებები ეგვიპტისა და იტალიის მთავრობებთან ჯერ ისევ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG