ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ხელოვნური ინტელექტით მართვადი დრონების წარმოებას აძლიერებს


მოსკოვში ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტით მართვადი დრონებით, უკრაინულ სამიზნეებზე წარმატებული იერიშები მიაქვთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი ტიპის დრონებით ორი რაზმია აღჭურვილი, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვის, მეორე კი რუსეთის კურსკის რეგიონში, საიდანაც რუსეთი უკრაინული ძალების განდევნას უკვე ორ თვეზე მეტია უშედეგოდ ცდილობს.

„ბიჭები იბრძვიან, ძალიან წარმატებით იბრძვიან“,- ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი, რომელიც ტელეკამერების თანხლებით შეხვდა რუს სამეხდროებს და გაეცნო ახალი დრონების მუშაობის სპეციფიკას.

ბელოუსოვს რუსეთში, დრონების ტექნოლოგიების ცენტრში უთხრეს, რომ ახალი დრონები რომელიც ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი, ავტომატურად ამოიცნობს სამიზნეს და თავს ესხმის მას. ცენტრში სტუმრობის დროს მინისტრს ამის მაგალითიც აჩვენეს. ვიდეოში ნაჩვენები იყო, თუ როგორ ესხმის ახალი ტიპის დრონი თავს მდინარეში მოცურავე პატარა ზომის ნავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციამდე ერთი თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკვე დააანონსა, რომ კრემლი გეგმავს დრონების წარმოება 10-ჯერ გაზარდოს, რაც დაახლოებით 1.4 მილიონ ერთეულს შეადგენს.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკული და ევროპული მედია წერს, რომ რუსეთი დრონების წარმოებისთვის ჩინურ ტექნოლოგიებს, მათ მიერ წარმოებულ ჩიპებს ეყრდნობა. ამერიკამ რუსეთ-ჩინეთის ამ კავშირების გამო ჩინური კომპანიების წინააღმდეგ მიზანიმართული სანქციები უკვე აამოქმედა და მოგვიანებით მათი სია არაერთხელ გააფართოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG