პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდა. ხუთშაბათს გამართული შეხვედრისას მათ კიევის "გამარჯვების გეგმა" და რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ დასავლური შორი რადიუსის იარაღის გამოყენების უფლება.
სტარმერმაც და ზელენსკიმაც, ორივემ განაცხადა, რომ რუსეთთან ომი კრიტიკულ ფაზაშია, და რომ უკრაინას ბრძოლის ველზე ბალანსის შეცვლის მცდელობისთვის დასავლეთის მხარდაჭერის გაგრძელება სჭირდება.
ზელენსკი ამერიკისა და ბრიტანეთისგან შორი რადიუსის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოყენების უფლებას ითხოვს. მარკ რუტეს თქმით, ეს საკითხი შეხვედრისას განხილული იყო.
"ჩვენ ეს დღეს განვიხილეთ, მაგრამ საბოლოოდ, ეს ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია". - უთხრა რუტემ ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ.
სტარმერის სპიკერის თქმით, კი უკრაინას, დიდ ბრიტანეთსა და სხვა პარტნიორებს შორის უკრაინისთვის ზამთრის წინ საჭირო დახმარების თაობაზე დისკუსია გრძელდება.
"ცხადია, ჩვენ გვსურს უკრაინა უძლიერეს პოზიციაში ჩავაყენოთ, მაგრამ ერთი იარაღით ჯერ არც ერთი არ მოგებულა. რაც შეეხება კონკრეტულად "სტორმ შედოუს" ტიპის რაკეტებს, ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია ამ რაკეტების გამოყენების თაობაზე ჯერ არ შეცვლილა", - თქვა ბრიტანეთის პრემიერის პრეს-სპიკერმა.