ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი: უკრაინასთან ომი "მუდმივად", დასავლეთთან დაპირისპირება კი ათწლეულები გაგრძელდება


დმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთთან დაპირისპირება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება, კონფლიქტი უკრაინასთან კი - მუდმივად.

დმიტრი მედვედევი, საკუთარი პოლიტიკური კარიერის გარკვეულ ეტაპზე, დასავლეთის მიერ, ლიბერა- მოდერნიზატორად აღიქმებოდა. უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ანალიტიკოსთა ნაწილის დაკვირვებით, ის რუსეთის გამოკვეთილ „ქორად“ იქცა.

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი, საკუთარი შეხედეულებებით, კრემლის უმაღლეს დონეზე არსებულ ხედვებს ახმოვანებს.

რუსეთის სამთავრობო გამოცემა „როსისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ის ამბობს, რომ ახლა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება „ბევრად უარესია“, ვიდრე ეს 1962 წლის კუბის კრიზისის დროს იყო.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული ომის განმავლობაში, მედვედევმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა, ბირთვული კონფლიქტის შესაძლებლობებს ზრდის.

„ერთი რამ, რისი აღიარებაც არც ერთ პოლიტიკოს არ სურს ისაა, რომ ამგვარი აპოკალიფსი არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ საკმაოდ სავარაუდოც კი“ - აცხადებს მედვედევი.

ამავე სტატიაში მედვედევი ამბობს, რომ რუსეთის მიზანი, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდეს, ნებისმიერ გზით იქნება მიღწეული.

„ჩვენი მიზანი მარტივია - აღმოვფხვრათ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საფრთხე და ჩვენ ამას მივაღწევთ - ასე თუ ისე“ - ამბობს მედვედევი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG