ხუთშაბათს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეწყვეტილმა ამბოხებამ პუტინი „ერთგვარად დაასუსტა“ და ახლა დროა შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და უკრაინას შორის, მოლაპარაკებაზე დაფუძნებული სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობა სცადოს.
სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა: „ამ უაზრო ომის გამო ადამიანების დახოცვის შეწყვეტა მსურს.“
საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საუბრისას, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელებისგან ნომინაციის საკითხზე გამოკითხვებით გამორჩეულმა ლიდერმა ასევე თქვა, რომ ჩინეთს უნდა მიეცეს 48 საათი, რათა კუნძულ კუბიდან გავიდეს. ამ საკითხში ჩახედული წყაროების თანახმად კუბაში, რომელიც აშშ-ის სანაპიროდან 145 კილომეტრითაა დაშორებული, ჩინეთს საჯაშუშო ობიექტი აქვს.
უკრაინასთან დაკავშირებით, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ომის შესაჩერებლად კიევის მთავრობას ზოგიერთი ტერიტორიის რუსეთისთვის დათმობა მოუხდეს. მან თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ყველაფერი „მოლაპარაკებების საგანი“ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ უკრაინელებმა თავისი მიწის დასაცავად ძლიერი ბრძოლით „დიდი პატივისცემა დაიმსახურეს.“
„ვფიქრობ, მათ ეკუთვნით შეინარჩუნონ მოპოვებულის მეტი ნაწილი და ვფიქრობ რუსეთი ამას ასევე დაეთანხმება. საჭიროა სწორი შუამავალი, მომლაპარაკებელი და ჩვენ ახლა ასეთი არ გვყავს,“ თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ნატოელ მოკავშირეებს სურთ რუსეთი გავიდეს ტერიტორიებიდან, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში დაიპყრო.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ წელს წარმოადგინა 10 პუნქტიანი სამშვიდობი გეგმა, რომელიც რუსეთს მოუწოდებს თავისი ჯარი სრულად გაიყვანოს