ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ბედი ეწია სუროვიკინს იგივე “გენერალ არმაგედონს“ - კრემლი დუმს


რუსეთში ჩავარდნილი სამხედრო ამბოხის შემდეგ, ამ დრომდე უცნობია რა ბედი ეწია სერგეი სუროვიკინს-ასევე ცნობილ რუს „გენერალ არმაგედონს“. კრემლში დასმულ კითხვებზე ჟურნალისტებს არ პასუხობენ.

სუროვიკინი, რომელიც რუსულ ჯარს სირიის ომში ხელმძღვანელობდა და რამდენიმე თვის განმავლობაში იყო უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურიც, ბოლოს სამხედრო ამბოხის დროს გამოჩნდა. ის ვიდეოჩანაწერის მეშვეობით მიმართავდა „ვაგნერის რაზმის“ ხელმძღვანელს, შეეჩერებინა შეიარაღებული ამბოხი.

ვიდეოში სუროვიკინი დაძაბული საუბრობდა, რამაც მედიაში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა იმის შესახებ, ხომ არ იყო ეს ჩანაწერი გაკეთებული მასზე ზეწოლით. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ სუროვიკინთან კითხვები რუსეთის უშიშროების სამსახურსაც ჰქონდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სუროვიკინის შესახებ კითხვები თავდაცვის სამინისტროსთან გადაამისამართა, თუმცა შოიგუს უწყებას ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეუძლია თუ არა კრემლს სუროვიკინთან დაკავშირებით სიტუაციის გარკვევა, პესკოვმა უპასუხა: „არა, სამწუხაროდ არა. ამიტომ, გირჩევთ, მიმართოთ თავდაცვის სამინისტროს, ეს მისი პრეროგატივაა,“- ამბობს პესკოვი.

როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, ენდობა თუ არა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სუროვიკინს, პესკოვმა თქვა: ”ის (პუტინი) არის უმაღლესი მთავარსარდალი და მუშაობს თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან”.

პესკოვის თქმით, კითხვები „მინისტრის სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირებით“ თავდაცვის სამინისტროს უნდა მიემართოს. სამინისტრომ არ უპასუხა სააგენტო „როიტერის“ კითხვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG