ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროლიდერებმა პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხება განიხილეს


ევროკავშირის ლიდერებმა, ხუთშაბათს, რუსეთში განვითარებული მოვლენები, პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხება განიხილეს და იმსჯელეს, რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს, უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გაძლიერებისთვის.

ბრიუსელში, სამიტის მონაწილე ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბლოკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, კიევის მყარ მხარდაჭერას ინარჩუნებს.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციები გავმართოთ და ვთქვათ, რომ მზად ვართ, გრძელვადიან პერსპექტივაში გავაგრძელოთ ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რაც აუცილებელია უკრაინისთვის. იგივე უნდა გავაკეთოთ, როცა საქმე შეიარაღებას ეხება“ - თქვა შოლცმა.

ევრპელ ლიდერებს, საქმიან სადილზე ასევე შეუერთდა ნატოს გენერალური მდივანი.

ევროპელ ლიდერთა ნაწილი აცხადებს, რომ განაგრძობენ ბელარუსზე ყურადღებით დაკვირვებას. შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ, „ვაგნერის“ ლიდერი სწორედ ბელარუსში წავიდა.

ლიდერთა ნაწილი ამბობს, რომ ამბოხმა, ვლადიმირ პუტინი დაასუსტა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთი უნდა მოდუნდეს.

„დასუსტებული პუტინი უფრო დიდი საფრთხეა. არასტაბილური რუსეთი ასევე დიდი რისკი გახდება“ - საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

XS
SM
MD
LG