ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევზე რუსეთის მორიგი თავდასხმა მოგერიებულია 


რუსეთი კიევზე საჰაერო იერიშების მიტანას აგრძელებს. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით დედაქალაქზე საჰაერო იერიშები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიერ 20-ზე მეტი რუსული რაკეტა ჩამოგდეს.

„ყველა ჩამოვაგდეთ,“- ამბობს სერხი პოპკო, კიევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, „ტელეგრამ“ არხში გავრცელებულ გზავნილში.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადება, ახალი ამბების სააგენტო „როიტერმა“, რომლის მასალებიც ამ სტატიაშია გამოყენებული, დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა. კიეველები სააგენტოს ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამბობდნენ, რომ მათ აფეთქების ხმები გაიგეს.

უკრაინის მიერ ჩამოგდებულმა რუსული რაკეტების ნარჩენები დედაქალაქის ქუჩებში დაეცა, რამაც კიევში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო იერიშებს კიევზე ოფიციალური უწყებების ცნობით მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კიევის საჰაერო სივრცეს ამერიკული თავდაცვითი იარაღი „პატრიოტი“ და სხვა დასავლური შეიარაღება იცავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG