უკრაინის პრეზიდენტმა, ვილოდიმირ ზელენსკიმ კიევში შეხვედრა გამართა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიმს კლევერლისთან, ნატოს მოახლოებული სამიტის, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის და უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხზე ლონდონში დანიშნულ კონფერენციაზე სასაუბროდ.
ზელენსკიმ კლევერლის მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბრიტანეთი ავლენს უკრაინის მიმართ, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
"ძალიან მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბრიტანეთი ავლენდა და ავლენს უკრაინის მიმართ" - თქვა ზელენსკიმ 5 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ.
Facebook Forum