რუსეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ საზღვაო წვრთნების ჩატარება დაიწყო ბალტიის ზღვაში. ერთი დღით ადრე კი ნატოს წევრმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის წვრთნები დაიწყეს.
ნატოს მხრიდან, წვრთნებში 6,000 ადამიანი, 50 გემი, 45 თვითმფრინავი იღებს მონაწილეობას. ასევე, ნატოს წვრთნებში პირველად ისტორიაში, როგორც ნატოს წევრი, მონაწილეობას იღებს ფინეთი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, წვრთნებში მონაწილეობას იღებს 40 გემი და ნავი. 25 თვითმფრინავი და 3,500 ადამიანი. რუსული წვრთნები 15 ივნისამდე გაგრძელდება.
მოსკოვმა წვრთნები დაიწყო იაპონიის ზღვასა და ოხოტის ზღვაშიც. მათივე გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში 60 გემი მიიღებს მონაწილეობას.