ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰესის კაშხალი ააფეთქეს


რუსების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰესის კაშხალი მდინარე დნიპროზე
რუსების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰესის კაშხალი მდინარე დნიპროზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სასწრაფოდ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია, მას შემდეგ, რაც 6 ივნისს, გამთენიისას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა, მდინარე დნიპროზე, კახოვკის ჰიდრო-ელექტრო სადგურის კაშხალი ააფეთქეს.

რუსეთმა კახოვკსკას კაშხალი გაანადგურა, რამაც გამოიწვია ევროპაში ალბათ ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის ომის საზარელი დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი გაძევება უკრაინიდან
დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინულ წყაროების ცნობით, ამჟამად, დატბორვის საფრთხის ქვეშ არის უკრაინული ქალაქის ხერსონის ნაწილი, ასევე მიმდებარე სოფლები, მდინარე დნეპრის ორივე მხარეს. მათ შორის, ხერსონის ოლქის ანექსირებულ ნაწილშიც, რომელსაც ჯერჯერობით, ისევ რუსული საოკუპაციო ადმინისტრაცია მართავს.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, კატასტროფის მასშტაბი ჯერ კიდევ ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, დატბორვის არეალიდან, შესაძლოა, 16 000-დან 20 000-მდე ადამიანის გამოყვანა გახდეს საჭირო.

„რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა, რამაც გამოიწვია ევროპაში, ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე საფრთხეში ჩააგდო.

ეს არის ომის საზარელი დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი გაძევება უკრაინიდან“ - ასე გამოეხმაურა „ტვიტერზე“ კახოვკის ჰესის აფეთქებას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კახოვკის ჰიდრო-ელექტრო სადგური 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიკავეს და დანაღმეს. 2022 წლის ნოემბერში, როცა უკრაინის არმიამ რუსები დნეპრის ნაპირიდან განდევნა და ქალაქი ხერსონი დაიბრუნა, ოკუპანტებმა კახოვკის ჰესზე გამავალი ხიდი ააფეთქეს, რა დროსაც ჰესის ინფრასტუქტურა და კაშხალი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

რუსებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:01 0:00

კახოვკის ჰესი, საბჭოთა უკრაინაში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და მდინარე დნეპრზე იმ დროს აშენებეული, ჰიდრო-ელექტრო სადგურების კასკადის ნაწილია. კახოვკის წყალსაცავი, რომელიც ამჟამად ანექსირებულ ქალაქ ნოვა კახოვკასთან მდებარეობს, მდინარე დნეპრზე არსებულ ექვს წყალსაცავს (კიევის, კანევის, კრემენჩუგის, დნეპროძერჟინსკის, დნიპროს) შორის ყველაზე დიდია.

კახოვკის წყალსაცავის ერთ-ერთი დანიშნულება, ყირიმის ნახევარკუნძულის წყლით მომარაგებაც იყო. წყალსაცავს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ზაპოროჟიის ატომური ელექტრო სადგურის რეაქტორების გაციების კუთხითაც. ეს ატომური სადგურიც წელიწადზე მეტია, ასევე რუსული ოკუპაციის ქვეშ არის.

კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ნოვა კახოვკას კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!"
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

კახოვკის კაშხალის აფეთქება დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა. "კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ ომის მძიმე დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ნოვა კახოვკას კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!" - დაწერა "ტვიტერზე" სალომე ზურაბიშვილმა.

სამხედრო ანალიტიკოსები, რუსების მიერ კახოვკის ჰესის აფეთქებას, უკრაინის ჯარების დაგეგმილ კონტრშეტევას უკავშირებენ. ბოლო დღეების მანძილზე, უკრაინის არმიამ მდინარე დნეპრის ფორსირება რამდენჯერმე შეძლო და ხერსონის ოლქში, ზედ, დნიპროს სანაპიროზე მდებარე პატარა დასახლება დაჩი აიღო. უკრაინული ძალები ასევე, ოლექსეევსკი ლიმანის ტბასთან გამაგრდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქებას ტერორისტული აქტი და ეკოციდი უწოდა, რაც სამხედრო მიზნებით, ადამიანის საცხოვრებელი ადგილის და ბუნების მიზანმიმართულ განადგურებას ნიშნავს.

ბოლო ინფორმაციით, კახოვსკის ჰესის სიახლოვეს, წყალსაცავის გარღვევის შედეგად, მდინარე დნიპროს დონემ 10 და მეტი მეტრით მოიმატა. უკრაინული მხარის განცხადებით, დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. რუსეთმა ტრადიციულად ბრალდება კახოვკის ჰესის აფეთქების თაობაზე უარყო.

XS
SM
MD
LG