ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით აღრმავებს


Russia North Korea
Russia North Korea

კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით აღმავებს, მათ შორის "მგრძნობიარე" საკითხებზეც.

ჩრდილოეთ კორეის სააგარეო საქმეთა მინისტრი სამშაბათს მოოსკოვს ეწვია და ვლადიმიარ პუტინს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ უნმა არაერთხელ მიიწვია საკუთარ ქვეყანაში.

მოლაპარაკებების თაობაზე პესკოვმა თქვა, რომ მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარება განიხილეს, თუმცა უმთავრესი აქცენტი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე გაკეთდა.

"კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ ჩვენი ურთიერთობების ყოველმხრივ განვითარებაზე, მათ შორის სათუთ საკითხებშიც", - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა მას შემდეგ გააღრმავა, რაც უკრაინაში 2022 წლის თებერვვალში სრულმასშტანიანი ომი დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ფხენიანი მოსკოვს რაკეტებით ეხმარება, რომლებსაც მოსკოვი შემდეგ უკრაინაში იყენებს.

XS
SM
MD
LG