ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 11 იანვარს რუსეთის სამ სუბიექტსა და ერთ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სანქციების მიზეზი მათი მონაწილეობა გახდა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემაში, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა გააკეთა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს ორი დღით წინ უსწრებდა შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების ერთობლივი განცხადება, სადაც მათ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემა დაგმეს. კრემლმა ფხენიანის მიერ მიწოდებული რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ 30 დეკემბერს და 2 იანვარს გამოყენა.

მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობები და სამხედრო თანამშრომლობა ბოლო პერიოდში გაღრმავდა. თუმცა, ორივე მხარე უარყოფს იარაღის თაობაზე რაიმე სახის გარიგების ქონას.

XS
SM
MD
LG