ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინაში არარუსულ რაკეტებს იყენებს


რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის ხარკივის რეგიონი არარუსული წარმოების რაკეტებით დაბომბა. განცხადება რეგიონის გუბერნატორმა გააკეთა. ხარკივის გუბერნატორის ოლეჰ სინეჰუბოვის განცხადებას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspilne ავრცელებს.

თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში იყენებს ჩრდილოეთ კორეაში დამზადებულ რაკეტებს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთმა ახლახან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები SRBM გამოიყენა, რომელთა საშუალებითაც უკრაინის წინააღმდეგ მრავალი იერიში მიიტანეს.

სინეჰუბოვის თქმით, რაკეტების წარმომავლობის შესწავლა გრძელდება. „ახლა ვიტყვი, მხოლოდ იმას, რომ ამ რაკეტებიდან ნიშნები წაშლილია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რისი დანახვაც შესაძლებელია, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა, რომელმაც ის აწარმოა, არ არის რუსეთის ფედერაცია“, - განაცხადა ხარკივის გუბერნატორმა.

უკრაინას ჯერ არ დაუდასტურებია შეერთებული შტატების განცხადება, რომ აღნიშნული რაკეტები ფხენიანის მიერ არის წარმოებული. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა დღეს დილით განაცხადა, რომ კიევს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა რაკეტები ჩრდილოეთ კორეის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG