ნატოსა და უკრაინის ოფიციალური პირები მომავალ კვირას შეიკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის მიერ წარმოებული საჰაერო კამპანია, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად აწარმოებს.
ნატოს სპიკერმა დილან უაიტმა 4 იანვარს განაცხადა, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 10 იანვარს მოიწვევს ნატო-უკრაინის საბჭოს "ბოლო რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების თავდასხმების შემდეგ".
უკრაინელი ოფიციალური პირები მოკავშირეებს სთხოვენ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებითი ძალისხმევის გაწევას. რუსეთი ყოველდღიურად აწარმოებს სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ.
რუსული თავდასხმების ორი ყველაზე მძიმე ღამე გასული კვირის განმავლობაში იყო, როცა კრემლმა ასობით ფრთოსანი რაკეტა და დრონი გამოიყენა უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ, მათ შორის, კიევზე თავდასხმებისთვის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება. მან მოლაპარაკებებს „რუსული ტერორის ესკალაციის ფონზე ევროატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელოვანი ნიშანი“ უწოდა.
კულებამ მოკავშირეებს ასევე მოუწოდა სწრაფად გაუგზავნონ უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები.