ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრინკი: “პუტინმა თავდასხმებით უკრაინელების სიმტკიცე მხოლოდ გააძლიერა"


ბოლო 1 კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში არაერთი საჰაერო იერიში განახორციელა. რაკეტებისა და დრონების გამოყენებით თავდასხმები მოხდა ათობით სხვადასხვა ქალაქსა თუ დასახლებაში.

ამერიკის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი ამბობს, რომ ვერც განახლებულმა მასშტაბურმა იერიშებმა და ვერც ორწლიანმა ომმა უკრაინელების ბრძოლა თავისუფლებისთვის ვერ შეარყია.

“ბოლო 5 დღის განმავლობაში რუსეთმა 450-ზე მეტი რაკეტითა და დრონით მიიტანა იერიში უკრაინაზე, უდანაშაულო სამოქალაქო მოსახლეობა დახოცა და დაასახიჩრა, ათასობით ადამიანს დროებით წაართვა სითბო და ელექტროენერგია და ერის ნების გატეხვას შეეცადა", - ამბობს ბრიჯიტ ბრინკი. დიპლომატი განმარტავს, რომ ამ ყვველაფრის პარალელურად უკრაინელთა წინააღმდეგობა და თავისუფლების სურვილი არა თუ შესუსტდა, არამედ, განმტკიცდა კიდეც.

"[ამით] მან მხოლოდ გააძლიერა მათი სიმტკიცე დაიცვან საკუთარი თავისუფლება, და ჩვენი სიმტკიცე მხარი დავუჭიროთ უკრაინას ამ ეგზისტენციურ ბრძოლაში, რაც მნიშვნელოვანია ევროპისა და მის მიღმა, უსაფრთხოებისთვის”, - თქვა უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა.

XS
SM
MD
LG