ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია სატელიტიდან ჩრდილოეთ კორეაზე დაკვირვებას აპირებს


ოპტიკური სატელიტის გადამტანი რაკეტის გაშვება...
ოპტიკური სატელიტის გადამტანი რაკეტის გაშვება...

იაპონიამ პარასკევს წარმატებით გაუშვა რაკეტა, რომელზეც დაზვერვის მონაცემების შესაგროვებლად საჭირო სატელიტია დამაგრებული. მისია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ობიექტებზე მიმდინარე მოძრაობაზე დაკვირვებას და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირების გაუმჯობესებას ემსახურება.

H2A რაკეტა, რომლის გაშვებაც კომპანიამ "მიცუბიში" უზრუნველყო, იაპონიის სამხრეთიდან, ტანეგაშიმის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა. მასზე სპეციალური ოპტიკური სატელიტია, რაც იაპოონიის მხრიდან სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს.

მთავრობის კაბინეტის სატელიტური დაზვერვის ცენტრი და "მიცუბიში" აცხადებენ, რომ გაშვება წარმატებული იყო. სატელიტი უკვე გამოეყო რაკეტას და გეგმის მიხედვით, ორბიტაზე გავიდა.

ოპტიკურ სატელიტს შეუძლია დეტალური გამოსახულებების გადაღება, თუმცა მისი შესაძლებლობები რთულ კლიმატურ პირობებში შეზღუდულია. იაპონიამ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების სატელიტური პროგრამა მას შემდეგ დაიწყო, რაც 1998 წელს, იაპონიას ჩრდილო კორეულმა რაკეტამ გადაუფრინა.

იაპონია აპირებს, რომ 10 სატელიტის მომცველი ქსელი შექმნას, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც რადარები ექნება და ღამით იქნება ეს, თუ რთულ ამინდში, ოპერირებას მაინც შეძლებენ. ეს ტოკიოს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების გაშვების შემთხვევაში, მათი დაფიქსირების და შესაბამისი რეაგირების საშუალებას მისცემს.

XS
SM
MD
LG