ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა "ეფლი" უკრაინაზე "არასწორი" ინფორმაციის გამო დააჯარიმა


"ეფლის" მაღაზია ბრიუსელში, ბელგია
"ეფლის" მაღაზია ბრიუსელში, ბელგია

მოსკოვის სასამართლომ ამერიკული კომპანია "ეფლი" 400 000 რუბლით ($4 200) დააჯარიმა. ხუთშაბათს, 3 აგვისტოს გამოტანილი დადგენილება უკრაინის ომის გაშუქებას უკავშირდება.

"ეფლმა" უარი თქვა რუსეთის მოთხოვნაზე, წაეშალა მასალა უკრაინაზე, რომელსაც მოსკოვი მოვლენების "არასწორ" ინტერპრეტაციად მიიჩნევს. რუსეთის მთავრობა უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა "ეფლს" ამ ტიპის ჯარიმა დაუწესდა.

ამერიკულ კომპანიას საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. "ეფლმა" რუსეთში თავისი პროდუქციის გაყიდვა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, 2022 წლის თებერვალში შეაჩერა. კომპანიამ რუსეთში თავისი გადახდების სისტემით მომსახურებაც შეზღუდა.

მანამდე, ამ წლის თებერვალში, რუსეთმა "ეფლი" 907 მილიონი რუბლით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა "ეფლის" ბაზარზე დომინირებით და ანტიმონოპოლისტური ფედერალური რეგულაციებით ახსნა. "ეფლს" კომენტარი არც მაშინ გაუკეთებია, თუმცა მანამდე "პატივისცემით არ დაეთანხმა" მსგავს ბრალდებას, თითქოს "ეფლის" საოპერაციო სისტემა მისივე პროდუქტებს მეტად კონკურენტუნარიანს ხდიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG