"გუგლის" მფლობელი კომპანია "ალფაბეტი" ევროკავშირის მარეგულირებლებს აკრიტიკებს. ამის მიზეზი მისი მეტოქე "ეფლის" ქმედებების იგნორირებაა. "გუგლი" ევროპის მეორე უდიდეს სასამართლოში რეკორდული 4.34 მილიარდი ევროს ოდენობის იმ ჯარიმის ანულირებას ითხოვს, რომელიც ანდროიდის საოპერაციო სისტემას ეხებოდა.
ევროკომისიამ "გუგლი" 2018 წელს დააჯარიმა და განაცხადა, რომ ის ანდროიდის სისტემას 2011 წლიდან იყენებდა იმისთვის, რომ ინტერნეტ საძიებო სივრცეში დომინანტური პოზიციები შეენარჩუნებინა.
"გუგლის" წარმომადგენლები ლუქსემბურგის ხუთწევრიანი სასამართლო კოლეგიის საწინააღმდეგოში დარწმუნებას ცდილობენ და ამბობენ, რომ კომისიამ "თვალი დახუჭა" ამ ინდუსტრიაში რეალურ, დინამიკურ კონკურენციაზე "ეფლსა" და ანდროიდს შორის.
"გუგლის" ადვოკატების თქმით, ბაზრის ვიწრო განმარტების და ძლევამოსილი "ეფლის" მიერ დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელობის დაკნინებით, კომისიამ შეცდომით დაადანაშაულა "გუგლი" მობილური საოპარციო სისტემების ბაზარზე დომინანტური პოზიციის ქონაში.
Facebook Forum