რუსეთის სასამართლომ „ვიკიპედია“ მეშვიდედ დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სასამართლომ „ვიკიპედია“ განმეორებითად იმის გამო დააჯარიმა, რომ მათ არ წაშალეს ე.წ. „აკრძალული ინფორმაცია“ საკუთარი პლატფორმიდან.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით ამ დროისთვის ჯარიმების საერთო რაოდენობა 8.4 მილიო რუბლს შეადგენს.
სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება უკავშირდება ინფორმაციას, სადაც საუბარია რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე, შემადგენლობებსა და აღჭურვილობაზე. რუსეთში ამბობენ, რომ ეს „საიდუმლო ინფორმაციაა“.
„ვიკიპედიას“ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. გადაწყვეტილებამდე კი განმარტავდნენ, რომ სტატია რომელიც მათ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, კარგად არის დამუშავებული და სრულად შეესაბამება „ვიკიპედიის“ სტანდარტებს.
Facebook Forum