ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FBI უკრაინას ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარება


უკრაინა ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან და ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობს იმისთვის, რომ ქვეყანაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები შეაგროვოს. ამ ინფორმაციას შორისაა გეოლოკაციიისა და კავშირგაბმულობის მონაცემები.

"უკრაინის მთავრობა ბრძოლის ველიდან და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ციფრულ ინფორმაციას აგროვებს. ამ მონაცემების შეგროვება, ანალიზი და მათი დამუშავება კი არის ის, რაშიც FBI-ის გამოცდილება აქვს", - განაცხადა ალექს კობზანეცმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალურმა აგენტმა, სან-ფანრცისკოში გამართულ კიბერ-უსაფრთხოების კონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, ეს თანამშრომლობა მოიცავს სატელეფონო ინფორმაციის შემოწმებას, დნმ-ის ნიმუშების კრიმინალისტიკურ ანალიზს და ასევე ბრძოლის ველზე ნაპოვნი სხეულების ნაწილების შემოწმებას.

კობზანეცის თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკვე ამ ინფორმაციის გაზიარება იქნება და მათი ურთიერთდაკავშირება იმ შემთხვევებში, სადაც ეს შესაძლებელია.

ეს თანამშრომლობა ამერიკასა და უკრაინას შორის კიბებრსივრცეში ურთიერთობის გაღრმავებასაც ასახავს. რუსეთი ამ შემთხვევაში ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგეა. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი ამბობს, რომ "ეფ-ბი-აი" უკვე წელიწადნახევრის განმავლობაში ეხმარება უკრაინას იმ რუსი ჯაშუშებისა და კოლაბორაციონისტების გამოვლენაშიც, რომლებიც სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ ეტაპზე კიევის შემოგარენში რუსულ ძალებს ეხმარებოდნენ.

ამერიკული კომპანიები, რომლებიც უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ, ისევე როგორც ოფიციალური უწყებები, უკრაინას 2015 წლიდან აქტიურად ეხმარებიან კიებრსაფრთხეებთან გამკლავებაშიც.

XS
SM
MD
LG