რუსეთმა თავისი ახალი T-14 Amarta ტიპის საბრძოლო ტანკების, უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსული საინფორმაცია სააგენტო RIA ავრცელებს. ამასთან „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ მისი ინფორმირებული წყაროს ცნობით, ახალ ტანკებს, „პირდაპირი თავდასხმის ოპერაციებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია.“
გამოცემის ცნობით, ტანკებს ფლანგებზე დამატებითი დაცვა აქვს, ეკიპაჟებმა კი „საბრძოლო კოორდინაცია“ უკრაინაში საწვრთნელ პოლიგონზე გაიარეს.
T-14 ტანკს უპილოტო კოშკი აქვს, სადაც ეკიპაჟი დისტანციურად აკონტროლებს შეიარაღებას "იზოლირებული ჯავშანტექნიკის კაფსულიდან, რომელიც კორპუსის წინა მხარეს მდებარეობს."
რუსული გამოცემის ცნობით, მაგისტრალზე ტანკების მაქსიმალური სიჩაქარე საათში 80 კილომეტრია.
იანვარში ბრიტანულმა სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მყოფ რუსულ ძალებს, ტანკების „ცუდი მდგომარეობის“ გამო, მათი პირველი ნაკადის მიღება არ სურდა. ბრიტანულმა დაზვერვამ ასევე განაცხადა, რომ T-14-ის ნებისმიერი განლაგება, სავარაუდოდ, რუსეთისთვის "მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებაა" და ის, ძირითადად, პროპაგანდისტული მიზნებისთვისაა მიღებული.