ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და საუდის არაბეთი OPEC+-ის ქვეყნებს მოუწოდებენ  შეუერთდნენ ნავთობის შემცირებას


საუდის არაბეთი და რუსეთი, მსოფლიოს ნავთობის ორი უმსხვილესი ექსპორტიორი „ოპეკის“ ქვეყნებს მოუწოდებენ შეუერთდნენ ძალისხმევას, რომელიც ნავთობის შემცირებას ითვალისწინებს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იქნება გლობალური ეკონომიკის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი.

საუდის არაბეთისა და რუსეთის ერთობლივი პოზიციების შესახებ განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ვლადიმირ პუტინს საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალამანმა უმასპინძლა.

„ენერგეტიკის სფეროში ორმა მხარემ შეაქო მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა და OPEC+-ის ქვეყნების წარმატებული ძალისხმევა ნავთობის გლობალური ბაზრების სტაბილურობის გასაძლიერებლად. მათ ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას და აუცილებლობას, რომ ყველა მონაწილე ქვეყანა შეუერთდეს OPEC+-ის შეთანხმებას ისე, რომ ემსახურება მწარმოებლებისა და მომხმარებლების ინტერესებს და მხარს უჭერს გლობალური ეკონომიკის ზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც კრემლი ავრცელებს.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია, რუსეთი და სხვა მოკავშირეები გასულ კვირას შეთანხმდნენ ახალ ნებაყოფლობით შემცირებაზე დაახლოებით 2.2 მილიონი ბარელით დღეში (bpd).

საუდის არაბეთიდან რუსეთში დაბრუნებული ვლადიმირ პუტინი ხუთშაბათს მოსკოვში ირანის პრეზიდენტს უმასპინძლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG