რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელსაც ფილტვების ანთება აქვს, ოთხშაბათს თქვა, რომ თავს ბევრად უკეთ გრძნობს, თუმცა ჯერ კიდევ უწევს, საუბარი შეზღუდოს.
„ბევრად უკეთ ვარ, მაგრამ მიჭირს, როცა ძალიან ბევრს ვლაპარაკობ“, - თქვა პაპმა ყოველკვირეული მიმართვის დასაწყისში და ტექსტის წაკითხვა თანაშემწეს სთხოვა.
რომის პაპი, რომელიც ამ თვეში 87 წლის ხდება, ვატიკანის შეხვედრების დარბაზში ფეხით, ხელჯოხის გამოყენებით მივიდა.
შეხვედრის დასასრულს, მოკლე, ხმადაბლა წარმოთქმული მიმართვისას, მან მორწმუნეებს უკრაინისთვის, ისრაელისა და პალესტინური ტერიტორიებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
„ომი ყოველთვის მარცხია. არავინ იგებს, ყველა აგებს. მხოლოდ იარაღის მწარმოემბლები იმარჯვებენ“, - თქვა მან.
ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პაპს გრიპი და ფილტვების ანთება დაუდასტურდა, მან დუბაიში, კლიმატის სამიტზე დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. სამიტი გასულ კვირაში გაიმართა.