ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრანსგენდერებს აქვთ უფლება მოინათლონ, გახდნენ ნათლია ან მეჯვარე - ვატიკანი


რომაული კათოლიციზმის მიმდევარ ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ნათლიები, თავადაც მონათლონ სხვა ადამიანი, ან იყვნენ მეჯვარეები ქორწინების რელიგიურ ცერემონიებზე. განცხადება 8 ნოემბერს ვატიკანის დოქტრინალურმა ოფისმა ერთ-ერთი ეპისკოპოსის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს გააკეთა.

ოფისის პასუხი საკმაოდ ზოგადი იყო, კითხვები ასევე დაისვა ერთსქესიანთა ოჯახში შვილის მონათვლის საკითხზე. ბრაზილიელმა ეპისკოპოსმა ჟოზე ნეგრიმ ვატიკანის დოქტრინების ოფისს ივლისში 6 კითხვა გაუგზავნა, რომლებიც ლგბტქ+ თემის უმცირესობებს ეხებოდა და მათ მონაწილეობას ნათლობის, ქორწინების და სხვა საეკლესიო ცერემონიებში.

კითხვა-პასუხის შემცველი დოკუმენტი სამგვერდიანია. მას ხელს აწერს დოქტრინალური ოფისის ხელმძღვანელი, არგენტინის კარდინალი - ვიქტორ მანუელ ფერნანდესი. დოკუმენტის გაცემის უფლება მან რომის პაპისგან 31 ოქტომბერს მიიღო. ვატიკანის ვებგვერდზე დოკუმენტი ოთხშაბათს გამოჩნდა, იტალიური დასათაურებით "ტრანსსექსუალები".

ეს ნაბიჯი იმ ტენდენციაზე მიუთითებს, რომლის გაგრძელებასაც ვატიკანის ბოლო წინამძღოლი ცდილობს. 86 წლის რომის პაპი ფრანცისკე ცდილობს, რომ რომაული კათოლიციზმი უმცირესობათა ჯგუფებისთვის უფრო მიმღები და ტოლერანტული გახადოს. მან ერთხელ ისიც თქვა, რომ ერთსქესიანთა შორის სექსუალური ლტოლვა ცოდვა არ არის, მაგრამ სქესობრივი აქტი ცოდვას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG