ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელებმა სტივ სკალისი სპიკერად წარადგინეს - უცნობია მოხდება თუ არა მისი დამტკიცება


რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე 58 წლის კონგრესმენი სტივ სკალისი წარადგინა. კანდიდატად მისი შერჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა, მისი კონკურენტი ნომინაციისთვის ბრძოლაში კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი იყო.

სკალისს პარტიის ნომინაცია უკვე აქვს, თუმცა ახლა მან საჭირო ხმები უნდა მოაგროვოს, რათა მისი არჩევა სპიკერის პოსტზე მოხდეს. რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატას მცირე უმრავლესობით, 221-ით 212-ის წინააღმდეგ აკონტროლებენ, რის გამოც სკალისის თანამდებობაზე ასარჩევად დემოკრატების ხმებიც საჭიროა. რესპუბლიკურ პარტიაში იმედი აქვთ, რომ სკალისი საჭირო ხმების რაოდენობას პირველივე მოსმენისას დააგროვებს.

„როდესაც კენჭისყრაზე გაგვაქვს სტივის კანდიდატურა, არსებობს დიდი მოლოდინი, რომ მას საჭირო რაოდენობის ხმები ექნება“, - თქვა რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ჯონ დუარტემ, რომელიც სკალისის მხარდამჭერია.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ისრაელში მიმდინარე პროცესების ფონზე სპიკერის არჩევა დროულად უნდა მოხდეს, რათა ამერიკის კონგრესმა შეძლოს და ისრაელს დახმარება აღმოუჩინოს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტი მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც კევინ მაკკარტი ისტორიაში პირველად კონგრესმენებმა გადააყენეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG