ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ ბელგოროდში უკრაინულმა დრონმა სამი ადამიანი იმსხვერპლა


ფოტო გადაღებულია 1 ოქტომბერს და ასახავს ბელგოროდიდან გაშვებულ რუსულ რაკეტას უკრაინის მიმართულებით.
ფოტო გადაღებულია 1 ოქტომბერს და ასახავს ბელგოროდიდან გაშვებულ რუსულ რაკეტას უკრაინის მიმართულებით.

რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჩამოგდებული უკრაინული დრონის ნამსხვრევებმა რუსეთის ბელგოროდის რეგიონში სამი ადამიანი იმსხვერპლა.

რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა „ტელეგრამზე“ განაცხადა, რომ ნამსხვრევებმა სახლი გაანადგურა და ნანგრევებიდან სამი ცხედარი ამოიღეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან აღკვეთა უკრაინული დრონების თავდასხმა და საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო დრონი ბელგოროდის თავზე.

ბელგოროდი არის რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც ესაზღვრება უკრაინას.

უკრაინის სამხედროებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამით 33 უპილოტო დრონით მიიტანა თავდასხმა რამდენიმე რეგიონზე და რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 28 საჰაერო ხომალდი.

ერთ-ერთი სამიზნე ოდესის რეგიონი იყო, სამხრეთ უკრაინაში, სადაც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს პორტის ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი შენობების დაზიანების შესახებ. სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.

ამ სტატიაშ გამოყენებულია ახალი ამბების სააგენტოების „ასოშიეთიდ პრესის, ფრანს პრესის და „როიტერის“ მასალები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG