რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთში ქვეყნის გარედან სხვადასხვა ძალები პანიკის შექმნას ცდილობენ და კორონავირუსთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
პუტინის განცხადება საინფორმაციო სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არასწორი, ყალბი ამბების გავრცელება რუსეთში ორგანიზებულად ხდება.
პუტინი წუხს, რომ ეს პრობლემა მის მთავრობას "სულ თან სდევს" როგორც გამოწვევა.
მისივე თქმით, ორგანიზებული ჯგუფების გამოვლენისთვის მუშაობა მიმდინარეობს. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანი მოსახლეობაში პანიკის გამოწვევაა.
Facebook Forum