ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატია და პლურალიზმი საფრთხეში - "ფრიდომ ჰაუზის" ახალი ანგარიში გამოქვეყნდა


პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები მსოფლიოში უკვე მე-14 წელია უარესდება - ვკითხულობთ საერთაშორისო ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუზის“ ყოველწლიურ ანგარიშში „თავისუფლება მსოფლიოში 2020“. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად მსოფლიოს ბევრ ნაწილში არაერთი მასობრივი პროტესტისა, რომლითაც მოსახლეობა უკეთეს მმართველობას და მეტ დემოკრატიას ითხოვდა, ტენდენციები მაინც უარყოფითია და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, არა მხოლოდ ისეთ, ავტორიტარულ მქონე ქვეყნებში, როგორებიც ჩინეთი, რუსეთი და ირანია, არამედ ისეთ ქვეყნებშიც, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იცავდნენ ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მსოფლიოში დემოკრატიულ სახელმწიფოდ შეფასებული 41 ქვეყნიდან 25-ში ვითარება გაუარესდა. ბოლო 14 წლის განმავლობაში კი ყოველ წელს სიტუაცია უფრო მეტ ქვეყანაში უარესდებოდა, ვიდრე - უმჯობესდებოდა.

იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებშიც 2019 წელს დემოკრატიის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, აჭარბებს მათ რიცხვს, სადაც მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ორგანიზაციის თანახმად, შემაშფოთებელია ტენდენცია მთავრობების დამოკიდებულებების ცვლილებისა ლიბერალური დემოკრატიის უმთავრესი პრინციპის, პლურალიზმის მიმართ. ეთნიკური, რელიგიური და უმცირესობათა სხვა ჯგუფების უფლებები ილახება, როგორც ავტორიტარულ, ისე დემოკრატიულ ქვეყნებში. ამგვარი დარღვევების უყურადღებოდ, დაუსჯელად დატოვება კი საფრთხეს უქმნის მთელ საზოგადოებას.

ანგარიშის თანახმად, დემოკრატიული პროცესები საფრთხეშია შეერთებულ შტატებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მაჩვენებელი გასულ წელს არ შეცვლილა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ის 100-ქულიან შკალაზე 8 ქულით გაუარესდა.

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად დამკვირვებლებს ჩინეთი მოჰყავთ, სადაც რეჟიმის მრავალწლოვანი კამპანია უიღურების უმცირესობის გასანადგურებლად და სხვა ძირითადად მუსლიმი ჯგუფების წინააღმდეგ ფართოდაა აღნუსხული.

გარდა ამისა, აღნიშნულია ინდოეთის მაგალითიც, რომელსაც 2019 წელს კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოს 25 ყველაზე მრავალრიცხოვან დემოკრატიას შორის ამ წელს.

ანგარიშის თანახმად, დემოკრატიული პროცესები საფრთხეშია შეერთებულ შტატებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მაჩვენებელი გასულ წელს არ შეცვლილა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ის 100-ქულიან შკალაზე 8 ქულით გაუარესდა. 2019 წელს კი შემაშფოთებელი ნიშნები მოიცავდა იმ წესების წვლილებას, რამაც თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები შეზღუდა; ახალ მტკიცებულებებს არჩევნებში ჩარევის თაობაზე და დაპირისპირების ესკალაციას ხელისუფლების აღმასრულებელ და სკანონმდებლო შტოებს შორის.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმპიჩმენტის პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ საკითხებს და უარყოფითად აფასებენ პრეზიდენტის მიერ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირებისთვის გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების აკრძალვას.

შეერთებული შტატების გარდა, ანგარიშში აღნიშნულია ინდოეთის მაგალითიც, როგორც ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი და შესაძლოა ყველაზე გავლენიანი დემოკრატია მსოფლიოში. "მათი გადახვევა ლიბერალური დემოკრატიის იდეალებიდან სწორედაც რომ არასწორ გზავნილს ავრცელებს”, - ამბობს მაიკ აბრამოვიჩი, "ფრიდომ ჰაუზის" პრეზიდენტი. “თუკი უმთავრესი დემოკრატიული ძალები ვერ დაამკვიდრებენ მაგალითებს და კონსტრუქციულ ლიდერობას, შეუძლებელი იქნება იმ გლობალური ტენდენციების შემობრუნება, რომელიც ყველა საზოგადოების თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

ანგარიშის მთავარი მიგნებების თანახმად:

- 195 შეფასებული ქვეყნიდან 83 ( 43 %) თავისუფალია, 64 (32 %) ნახევრად თავისუფალი, 49 კი (25 %) არათავისუფალი. თავისუფალი ქვეყნების წილი გასული ათწლეულის განმავლობაში 3%-ით შემცირდა მაშინ, როცა ნახევრად თავისუფალი ქვეყნების მაჩვენებელი ორით, არათავისუფალი ქვეყნების კი ერთით გაიზარდა.

განსხვავება იმ ქვეყნების რაოდენობას შორის, სადაც გაუმჯობესება და გაუარესება დაფიქსირდა, ფართოვდება: 2019 წელს 64 ქვეყანაში მოსახლეობის პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებების გაუარესება დაფიქსირდა. გაუმჯობესება კი - მხოლოდ 37 ქვეყანაში. გასულ წელს ამ რაოდენობას შორის განსხვავება ნაკლები იყო ( 68/50)

- მსოფლიოს იმ 41 დემოკრატიიდან, რომლებიც გასული 20 წლის განმავლობაში გამუდმებით ფასდებოდა, როგორც "თავისუფალი დემოკრატიის" მქონე ქვეყნები, 25 ქვეყანაში შეფასების ქულა გაუარესდა.

- როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოები თავისუფლებას საერთაშორისო არენაზე მხარს უჭერენ, ავტორიტარული ძალებმა გააფართოვეს თავიანთი გლობალური გავლენა მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ წარმოებული ომებით, არჩევნებში ჩარევითა და საზღვრებს მიღმა ცენზურით.

“ანგარიში კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ დემოკრატია უარესდება. პოლიტიკური უფლებები და სამოქალქო თავისუფლებები საფრთხეშია როგორც თავისუფალ, ისე რეპრესიულ საზოგადოებებში. ამ ტენდენციის შემობრუნება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით ხელისუფლებისგან, წნეხით ხალხისგან და პარტნიორებისგან ბიზნეს საზოგადოებიდან", - ამბობს მაიკ აბრამოვიჩი.

საქართველო წელსაც ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის რჩება. ცალკეული ქვეყნების შეფასება კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. რაც შეეხება, ევრაზიის რეგიონს, წლევანდელ ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მმართველმა პარტიამ მანდატებისა და პოზიციების უმრავლესობა ძირითადად ოპოზიციური კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვისა და შეზღუდვის შედეგად მიიღო. პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა და ხელისუფლების გადაცემა წინასწარ შერჩეული კანდიდატისთვის დაფიქსირდა ყაზახეთშიც. თუმცა იმედისმომცემ ცვლილებებს შორის დასახელდა ხელისუფლების ცვლილებები სომხეთში, უკრაინასა და მოლდოვაში.

თუმცა პოპულისტი და არალიბერალი ლიდერების მხრიდან კვლავ გრძელდებოდა პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. ანგარიშში კრიტიკული შეფასებებია ჩეხეთის, პოლონეთის, მონტენეგროს, სერბეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG