რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის თქმით, მისი, ასევე მის ცოლის, შვილებისა და მშობლების ანგარიშები გაყინულია. მისი თქმით, ანგარიშები ყველანაირი წინასწარი გაფრთხილებისა და ახსნის გარეშე გაყინეს. ასევე,მას წვდომა არ აქვს თავისი ანტი-კორუფციული მოძრაობის ანგარიშებზე.
კრემლის კრიტიკოსმა საკუთარ საიტზე დაწერა, რომ საკუთარ და ოჯახის წევრების, ასევე ორგანიზაციის ანგარიშებზე წვდომა არ ჰქონდა და რომ ისინი დაბლოკილი იყო. მისი თქმით, ეს მისი დისკრედიტაციისთვის გაკეთდა.
ამავდროულად, ნავალნიმ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილიარდერი ოლეგ დერიპასკა, რომელსაც რუსეთის მთავრობასთან აკავშირებენ, მას უცნობი მიზეზით სასამართლოში უჩიოდა.
ნავალნიმ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა ამ სიტუაციის ორკესტრირებაში. ნავალნის თქმით, კრემლი ებრძვის მის ორგანიზაციას მაშინ, როდესაც ბევრ რუსს ილუზიები აქვს ახლანდელი მთავრობის შესახებ.
ნავალნის ანტი-კორუფციული მოძრაობა ხშირად აქვეყნებს მასალებს რუსეთის ოფიციალური პირების მდიდრული ცხოვრების შესახებ და მათ კორუფციაში ადანაშაულებს. თუმცა, ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგ არცერთ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.
Facebook Forum