ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ახლო აღმოსავლეთში იმყოფება. მისი ვიზიტი სამშაბათს ქუვეითში დაიწყო, იქიდან კი სახელმწიფო მდივანი ისრაელში გაემართა, საიდანაც ვიზიტი ლიბანში გაგრძელდება.
ისრაელში პომპეო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ქვეყანაში 9 აპრილს რთული არჩევნები გაიმართება. ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალშია გახვეული და მისი ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
Facebook Forum