ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ევროპას ბირთვული შეთანხმების შესანარჩუნებლად ქმედებისკენ მოუწოდებს


ირანი აცხადებს, რომ ევროპის მცდელობა, შეინარჩუნოს 2015 წელს მიღწეული შეთანხმება, რომელიც „ირანის ბირთვული შეთანხმების“ სახელით არის ცნობილი, წარუმატებელია. ოფიციალური თეირანის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობაში იზრდება იმ იდეისადმი მხარდაჭერა, რომ ქვეყანამ განაახლოს ატომურ პროგრამაზე მუშაობა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა - მუჰამედ ჯავად ზარიფმა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს მისი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ განწყობაში დასდო ბრალი, განაცხადა რა, რომ ამ ქვეყნებს ირანთან ომი სურთ. თუმცა მანამდე, შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ევროპას დასდო ბრალი თეირანში "მკვლელი რეჟიმის" დახმარებაში.

ევროპა ცდილობს შუალედური პოზიცია დაიკავოს: ერთი მხრივ დაამშვიდოს თავისი ტრანსატლანტიკური პარტნიორი, მეორე მხრივ კი ირანის ბირთვული შეთანხმება შეინარჩუნოს. თუმცა დაძაბულობა უკვე ძალიან აშკარაა.

"ისინი მათ ჩვენი სანქციების გადასალახი სისტემის შექმნაში დაეხმარნენ. ამ სქემას, რომელსაც ისინი "სპეციალური მიზნების" სახელს არქმევენ, ჩვენთვის ამერიკის მიერ ირანის მომაკვდინებელი რევოლუციური რეჟიმის საწინააღმდეგოდ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელი სისტემაა", - განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა.

სისტემა, რომელზეც ის საუბრობდა, ცნობილია როგორც "ინსტექსი" 0 გადახდის მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ევროპულ კომპანიებს კვლავ ივაჭრონ ირანთან ისე, რომ ამერიკულ სანქციებს თავი აარიდონ. რადგან სანქციები ყველა იმ კომპანიას ემუქრება, რომლებიც რეჟიმთან დაკავშირებულ ფინანსურ საქმიანობაში იქნებიან ჩართული. თუმცა არსებული სიტუაცია ირანისთვის მაინც არაა ხელსაყრელი.

მოჰამედ ჯავად ზარიფი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ "ინსტექსის" მიმართ ევროპის ლიდერი სახელმწიფოები არასაკმარის მხარდაჭერას ამჟღავნებენ. "არასაკმარისი ერთგულება და თავდადებაა იმისათვის, რომ შეთანხმება გადავარჩინოთ. ევროპას უფრო მეტად უნდა სურდეს, რომ გაისარჯოს, თუ მას ამერიკის სახიფათო და ცალმხრივი დინების საწინააღმდეგოდ სურს ცურვა", - ამბობს ჯავად ზარიფი.

თუმცა ევროპული სახელმწიფოების ლიდერები იმედოვნებენ, რომ ირანი მოთმინებით დაელოდება მოვლენების განვითარებას. ნიგელ კუშნერი, სანქციების საკითხების სპეციალისტი, იურისტი, ამბობს, რომ მისი აზრით, ირანი სწორედ მომლოდინე რეჟიმის მყოფი მხარის როლს ითამაშებს იმ იმედით, რომ მომავალ წელს, დონალდ ტრამპს ხელმეორედ აღარ აირჩევენ.

მიუნხენის სამიტზე შეკრებილი ლიდერები კი მაიკ პენსის განცხადებებმა შეაშფოთა. ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი ფლორენს გაუბი ამბობს, რომ ეს იყო გზავნილი არა იმის შესახებ, რომ ვიმუშაოთ ახალ შეთანხმებაზე, არამედ მოწოდება: შევცვალოთ მმართველი რეჟიმი თეირანში.

ვაშინგტონში თეირანის მმართველი რეჯიმის ცვლილებების შესახებ ღია მოწოდებები არ გაკეთებულა. თუმცა შეერთებული შტატები, ისრაელი და რამდენიმე არაბული სახელმწიფო ბოლო დროს განსაკუთრევით ხმამაღლა საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც თეირანისგან არსებობს. რაც შეეხება ბირთვულ შეთანხმებას, მიუხედავად ამერიკისა და ახლო აღმოსავლელი პარტნიორების მხრიდან არსებული წნეხისა, ევროპა კვლავ რჩება იმ ხელშეკრულების მხარედ, რომელიც ვაშინგტონმა გასულ წელს დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG