ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთი ირანს ალ-ყაიდას "დირექტორთა საბჭოს" შეფარებაში სდებს ბრალს


საუდის არაბეთმა ირანს „ალ-ყაიდას დირექტორთა საბჭოს“ შეფარებაში დასდო ბრალი. ამასთან, რიადმა უარყო ბრალდება, რომ გასულ კვირას, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების უკან, რომელსაც ისლამური რევოლუციის გვარდიის 27 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, საუდის არაბეთი დგას.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდელ ბინ აჰმედ ალ-ჯუბეირმა ეს კომენტარი ირანის მეზობელ პაკისტანში ვიზიტის დროს გააკეთა.

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სასაზღვრო პროვინციაში ისლამური გვარდიის წინააღმდეგ ოთხშაბათს განხორციელებული თავდასხმა, საუდის არაბეთის და არაბეთის გაერთიანებული საამიროების დაზვერვის სამსახურების მხარდაჭერით, „პაკისტანში დაიგეგმა და იქიდანვე განხორციელდა“.

ირანი ასევე დაიმუქრა, რომ თუ დამნაშავეების წინააღმდეგ პაკისტანი სათანადო ზომებს არ მიიღებს, ირანი სამხედრო სადამსჯელო მოქმედებას ერთპიროვნულად განახორციელებს.

კვირას, პაკისტანის ელჩი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდასხმის გამო პროტესტის გადასაცემად გამოიძახეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG