ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი კიბერ-სივრცეში ფეხის მეტად მოკიდებას ცდილობს


ირანი კიბერ-სივრცეში აქტივობას ზრდის. თეირანი ისეთ ინფორმაციას იპარავს, რომელიც მას შემდგომში კიბერ-ჯაშუშების საშუალებით, პოლიტიკურ და ბიზნესის ლიდერებზე თვალთვალის საშუალებას მისცემს.

ამას გარდა, ირანთან დაკავშირებული ჰაკერები სატელეკომუნიკაციო და ტურიზმის ინდუსტრიის კომპანიების ელექტრონული მიმოწერის სისტემებში შეჭრას ცდილობენ. სავარაუდოდ, ეს პირადი ინფორმაციის მოპარვის მიზნით ხდება, რათა მათ მონაცემები სამომავლო ოპერაციებში გამოიყენონ.

აღნიშნული ინფორმაციის შემცველი ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. მისი ავტორია კიბერ-უსაფრთხოების ფირმა "ფაიერ-აი". ჯგუფი აცხადებს, რომ 2014 წლიდან "ირანის ეროვნული ინტერესების" დასაცავად მუშაობს.

თეირანიდან მომავალ საფრთხეზე ევროკავშირის ოფიციალური პირებიც საუბრობენ. ევროპა შიშობს, რომ ირანის კიბერ-აქტივობა გაცილებით ამბიციური ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ირანზე წნეხს ზრდიან.

"ირანზე ახლახან დაწესებული სანქციები ქვეყანას მეტი ალბათობით, სახელმწიფოს სპონსორობით შექმნილი კიბერ-საფრთხეების გახშირებისკენ უბიძგებს, რათა რეგიონულ დონეზე საკუთარ გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიონ" - ნათქვამია ორშაბათს გამოსულ, ევროპის ციფრული უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიშში.

თეირანის მზარდი კიბერ-აქტივობის თაობაზე შეერთებულ შტატებიც იციან. 2018 წლის ნოემბერში ვაშინგტონმა ბრალი წაუყენა ორ ირანელ ჰაკერს. მათ ინფორმაციის მოპარვის შემდეგ, ამერიკის რამდენიმე მუნიციპალიტეტს, საავადმყოფოებს და საჯარო უწყებებს მილიონობით დოლარი მოსთხოვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG