ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრიელ პოლკოვნიკს რუსეთის ჯაშუშობა ბრალდება


ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი

სებასტიან კურცის, ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ავსტრიის არმიის ერთ-ერთ პოლკოვნიკს რუსეთზე ჯაშუშობა ედება ბრალად. პოლკოვნიკი ახლახან გადადგა და პენსიაზე გავიდა.

ეჭვია ათწლეულების მანძილზე ჯაშუშობაზე. კანცლერმა კურცმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლკოვნიკმა რუსეთის დაზვერვაზე მუშაობა სავარაუდოდ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და 2018 წლამდე გააგრძელა. კანცლერის თქმით, "მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ეს ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ხელს არ შეუწყობს".

"მსგავს ფაქტებში" სავარაუდოდ, აპრილში ჰოლანდიიდან 4 რუსეთის აგენტის გაძევებაც იგულისხმებოდა. მათ ჰააგაში კიბერ-შეტევის დაგეგმვა ედებოდათ ბრალად. რუსეთის იერიშის სამიზნე მაშინ ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაცია იყო.

იმავე პრესკონფერენციაზე ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა მარიო კუნასეკმა თქვა, რომ ეს ამბავი მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ გამჟღავნდა. ინფორმაცია მათ ევროპის სხვა ქვეყნის დაზვერვის სააგენტომ მიაწოდა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნისელმა მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი დაიბარა და რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. რუსეთის მედია კი იუწყება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა ავსტრიის ელჩი რუსეთში მას შემდეგ, რაც ვენამ ოფიციალური ახსნა-განმარტება მოითხოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG