ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა პაკისტანს უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ დახმარებას უწყვეტს


ამერიკა პაკისტანის შეარაღებულ ძალებს დახმარებას უწყვეტს. შეერთებული შტატების განცხადებით, პაკისტანს დახმარება მანამდე არ აღუდგება, სანამ ისლამაბადი თალიბანის და ჰაკანის წინაააღმდეგ გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, პაკისტანი რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს.

„ჩვენ გვინდა, რომ პაკისტანი არ აძლევდეს თავშესაფარს და აკავებდეს კანონიერად იმ ტერორისტებს და მებრძოლებს, რომლების ამერიკის ინტერესებს საფრთხეს უქმნიან. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა პაკისტანთან განუხრელად ითანამშრომლოს ტერორისტებთან ბრძოლაში და ჩვენ იმედი გვაქვს განვაახლებთ და გავაღრმავებთ ორმხრივ უსაფრთხოების თანამშრომლობას, როდესაც პაკისტანი გამოთქვამს მზაობას, აგრესიულად წინ აღუდგეს ავღანეთის თალიბანს და ჰაკანის დაჯგუფებას, ასევე სხვა ტერორისტებს და მებრძოლებს“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ისლამაბადი უარყოფს ამერიკის ბრალდებებს და მათ „სრულიად წარმოუდგენელს“ უწოდებს. პაკისტანის განცხადებით, ისინი მზად არიან ვაშინგტონთან ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ავღანეთის სტაბილიზაციისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG