პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „ტვიტერით“ გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე პროტესტის გამოთქმის მიზნით, პაკისტანმა შეერთებული შტატების ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. შეტყობინებაში ტრამპი ისლამაბადს ბრალს სდებს, რომ ის იფარებს ტერორისტებს, რომლებიც ამერიკულ ძალებს მეზობელ ავღანეთში ებრძვიან.
ისლამაბადში შეერთებული შტატების საელჩოს პრეს-მდივანი ამბობს, რომ ორშაბათს საღამოს, დევიდ ჰეილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ტრამპის საახალწლო შეტყობინების შინაარსზე სასაუბროდ გამოიძახეს.
2018 წლის პირველ შეტყობინებაში, პრეზიდენტმა გაღიზიანებით თქვა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა პაკისტანს, დახმარების სახით, „სულელურად“ მისცა 33 მილიარდ დოლარზე მეტი და ამით არაფერი მიიღო „სიცრუის და თვალისახვევის გარდა, ჩვენს ლიდერებს კი სულელებად მიიჩნევდნენ. შეიფარეს ის ტერორისტები, რომლებზეც ავღანეთში ვნადირობთ და მათგან მცირე დახმარება მივიღეთ. ასე აღარ იქნება!“
Facebook Forum