ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი და აშშ ავღანეთში სამშვიდობო პროცესზე ვერ თანხმდებიან


პაკისტანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, რომ ორი ქვეყნის წინსვლა ავღანეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „თანამშრომლობას“ უნდა ეყრდნობოდეს და არა „იძულებას“. აღნიშნული მესიჯი პაკისტანის პრემიერ მინისტრმა, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან შეხვედრისას გაახმოვანა გასულ კვირას. ორ ქვეყანას შორის აღნიშნული შეხვედრები ტერორიზმის წინააღმდეგ რეგიონულ ბრძოლას და ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებებს შეეხებოდა.

მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ადგილზე ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაზარდა და ის უფრო მეტი სამხედრო ძალის გამოყენებას ემხრობა, პაკისტანელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამერიკამ უნდა გადახედოს არსებულ სტრატეგიას თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებით სურთ შედეგის მიღწევა.
თალიბანი აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას, მანამ ვიდრე ნატოს ჯარები ავღანეთს არ დატოვებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG