ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი, ირანი, თურქეთი სოჭში სირიის საკითხს იხილავენ


დღეს, რუსეთის, ირანის და თურქეთის ლიდერები რუსეთის შავი ზღვისპირა კურორტ სოჭში, სირიის კონფლიქტის განსახილველად ხვდებიან. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ჯარების გაყვანის შესახებ გამოაცხადა.

კრემლს მომავალი სამმხრივი შეხვედრის დეტალები არ გაუმჟღავნებია, მაგრამ ბევრი დამკვირვებელი ამბობს, რომ სავარაუდოდ, შეერთებული შტატების სირიიდან გასვლის სტრატეგიული შედეგები დ ჩრდილოეთ სირიის საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე მოსკოვის და ანკარის უთანხმოება, ამ შეხვედრის წამყვანი თემები იქნება.

სექტემბერში, რუსეთი და თურქეთი იდლიბის დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ, რათა სირიის სამთავრობო ძალების შეტევა თავიდან აეცილებინათ, მაგრამ გასულ თვეში ამ შეთანხმებას საფრთხე შეექმნა, როდესაც ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა თურქეთის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხე დაჯგუფებას ამ ადგილზე კონტროლი წაართვა.

რუსეთი და ირანი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ახლო მოკავშირეები არიან, თურქეთი კი, შეერთებული შტატების მსგავსად, სირიის სხვადასხვა მეამბოხე დაჯგუფებას უჭერს მხარს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG